აკაკი ზოიძე – მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება

მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს.

“მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება, ანუ საჯარო ადილებში მოწევაზეა საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია”, – განაცხადა ზოიძემ.

რეგლამენტაციაზე საუბრისას აკაკი ზოიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროფესიებზე, რომლებსაც უშუალოდ ეხება ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ესენია:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მფრინავი, ექიმი და ა.შ.

“ამის კონტროლის შესაბამისი მეთოდები არსებობს თუ როგორ ხდება პერიოდული გადამოწმება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოდან” წასული 140 წევრიდან ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს ხვდება, რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს