აკაკი ოჩიგავა, რომლის ციხეში წამება და არაადამიანური მოპყრობა სტრასბრურგის სასამართლომ დაადასტურა, ისევ საფრთხეშია

რატომ არ უნდა საქართველოს, აღასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები? აკაკი ოჩიგავა, რომლის ციხეში წამება და არაადამიანური მოპყრობა სტრასბრურგის სასამართლომ დაადასტურა, ისევ საფრთხეშია, რადგან ირკვევა, რომ პენიტენციურ სისტემაში მაღალ თანამდებობაზე ამ დრომდე რჩებიან პირები, ვინც ოჩიგავას წამებაში მონაწილეობდნენ.

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი საიაში გაიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმეზე გამოძიების დაწყება რამდენჯერმე მოითხოვა, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ რეაგირებს. ხელისუფლება კი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად მონიტორინგის დახურვას ითხოვს.

ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მძიმე, მესამე მუხლის დარღვევა როგორც იმ ნაწილში, რომ ის გახდა წამების მსხვერპლი, ასევე იმ ნაწილში, რომ გამოძიება საქმეზე ეფექტიანად არ უწრამოებია სახელმწიფოს. ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის წამებაში ახლაც იკავებე მაღალ პოზიციებს, იმ პოზიციებს, რომელზეც მანამდეც იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლაც იმყოფებიან სისტემაში. ასეთ დროს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ. მთავრობა ითხოვს, რომ ამ საქმეზე ზედამხედველობა მინისტრთა კომიტეტმა შეწყვიტოს და ამ მოთხოვნის საფუძვლად ისინი უთითებენ იმას, რომ თითქოს გამოძიება უკვე ნაწარმოებია და ახალი ფაქტების გამოვლენა შეუძლებელია და ეს საქმე უნდა დაიხუროს, – ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას თუ რუსული ავტორიტარიზმის გზას – სოფო ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი – კანონპროექტი მომავალი თაობის მავნე ზეგავლენისა და პროპაგანდისგან დაცვისკენაა მიმართული