აკაკი მინაშვილი: ვახტანგ გომელაურს ცხელი საათები ელოდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, უსაფრთხოები სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში „ძალიან ცხელი საათები ელოდება“.

როგორც აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტან გომალაურთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ.

“ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც დავსვამთ. ეს ეხება პირადი კადრების გამოყენებით ოპონენტების შანტაჟს, რუსთავი 2-ის გენერეალური დირექტორის მიმართ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და ცნობილი ჟურნალისტების მიმართ.. ამ საქმეებზე არანაირი რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს, ამიტომ ეს ადასტურებს ეჭვს, რომ თავად ეს სამსახური იყო ჩართული ამ საქმეებში. კითხვები გვექნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ გართულებულ ვითარებას. ამიტომ ცხელი საათები ელოდება ბატონ გომელაურს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშისეტყვამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთ დაუპირისპირდნენ