აკაკი მინაშვილი – ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის პირობებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სივრცე იზღუდება.

როგორც მინაშვილი განმარტავს, ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

„თქვენ იცით, რომ ნიკა მელია არის „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც არჩეული იქნა 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მონაწილეობით. ის არის მთავარი მომლაპარაკებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მისი პატიმრობის პირობებში, ცხადია, მოლაპარაკებების სივრცე იზღუდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მოხდეს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი.

პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა მიმართულებებს გახსნის. ზოგადად, ნიკა მელიას პოზიცია ძალიან კარგად იცით, მარტო პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იქნება შეთანხმების წინაპირობა“, -აცხადებს მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია აფგან მუხთარლის საქმეზე ნიკოზოლ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს