აკაკი მინაშვილი – მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიზისის გადასაჭერლად აუცილებელია „ნიკა მელიას, გიორგი რურუას, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები“.

მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, შეთანხმება არ შედგება.

„მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს და იმ ქცევებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, დღეს მოლოდინებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაიჭრას, აუცილებელია ორი მთავარი საკითხის მოგვარება – ნიკა მელიას, გიორგი რურუას და პოლიტპატირმების გათავისუფლება, მშვიდობა უნდა დამყარდეს, აღარ უნდა იყოს მსგავსი ტიპის დევნა ქვეყანაში და მეორე – ვადამდელი არჩევნები, რომელიც მოიტანს იმ ცვლილებას, რომელიც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე წინააღმდეგი წამოვა, ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში პრობლემების მოგვარება, ისინი მიდიან ევროპული მიდგომების წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება
შემდეგი სტატიაჰარცელი – ევროკავშირი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი დაეხმარებიან საქართველოს ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ გარემოში