აკაკი მინაშვილი: იმედია საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს არ შეაფერხებს

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ძალიან იაქტიუროს და მოითხოვოს დაჩქარებულად პროცესების წარმართავ, ვინაიდან გადაწვეტილებას ქართველი ხალხი დიდ ხანია ელოდება.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ საქართველომ ძალიან მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და მალე მიიღოს ის ანგარიში, რომელიც უნდა გამოსულიყო დღეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და იმედია საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს არ შეაფერხებს. გამომდინარე ამ სამი წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მავნებლობით, უგუნურების და უნიათობით ეს გამორიცხული არ არის,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება
შემდეგი სტატია“რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის”