აკაკი მინაშვილი : არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “ენმ”-ს თამჯდომარედ სხვა ლიდერი უნდა იქნას არჩეული

“ენმ”-ს წევრი აკაკი მინაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე ენმ-ის სხვა ლიდერი უნდა იქნას არჩეული:

“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ ( სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეულ ენმ-ის სხვა ლიდერი.

პრეზიდენტ სააკაშვილმა და ენმ- ის ახალგაზრდა და ნიჭიერმა გუნდმა მოახერხა ახალი, წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს იყო ერთი სულისკვეთებით და საერთო ენერგიით შეპყრობილი ადამიანების ძალისხმევის შედეგი. მაგრამ ერთი რამე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მხოლოდ მან მოახერხა სხვადასხვა ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების, მსოფხედველობის ადამიანების გაერთიანება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კალაპოტში მიქცევა. მოხდებოდა ვარდების რევოლუცია და შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის არ არსებობის პირობებში? ვეჭვობ რომ არა. გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის არ არსებობის პირობებში? კი, მოხდებოდა.

მყარი დემოკრატიულ ტრადიციების და მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოებშიც კი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება დიდ წილად ლიდერებსა და მათ უნარებზეა დამოკიდებული. მით უფრო გადამწყვეტია ლიდერის ხედვა, ენერგია, იდეა საქარღველოში, სადაც შვიდ მილიარდიანი რუსული გავლენის ოლიგარქი უპირისპირდება სახელმწიფოს და მისი განვითარების პერსპექტივებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის.

ამავე დროს სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო და არის განახლების, ტრანფორმაციის, ინოვაციის, მრავალფეროვნების და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოტივატორი. და ბევრი მითის და ლეგენდის მიუხედავად ყოველთვის ღიაა განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების და მიდგომების მიმართ.

ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ წინასწარ ვერ განვჭვრიტეთ ივანიშვილის გაყალბების ხარისხი და მოცულობა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ პარტიული თანამდებობების კომპლექტაციაზე ვიფიქროთ, ჩვენ მუდმივად უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას, დავაინტერესოთ და მოვიზიდოდ ახალი ადამიანები, ვემზადოთ შემდეგი არჩევნებისათვის და ვიფიქროთ ხმების დაცვის მექანიზმებზე. უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.” წერს მინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. “ბათუმის მაგნოლიის” საქმის განხილვა გაგრძელდება
შემდეგი სტატიასაყვარელიძე უგულავას წერილზე: მეც შემომითვალეს, სააკაშვილს საფლავში ნუ ჩაყვებიო