აკაკი მინაშვილი: ანა დოლიძის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის დასახელებას გაუმართლებელს უწოდებს ოპოზიცია. მათი განმარტებით დოლიძე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია, რომელიც ასოცირდება კოალიციასთან და შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დროს დამოუკიდებელი ვერ იქნება.

„ანა დოლიძე არის მაღალი თანამდებობის პირი, ის არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და ასეთი ადამიანის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს მოიცავს. გარდა ამისა მას არ აქვს არანაირი გამოცდილება და ზოგადად ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ აქამდე წარდგენილი კანდიდატურა სასამართლოს თავმჯდომარედ, ქალბატონი გვენეტაძე და რა შედეგი მოიტანა ამ კანდიდატურამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებული კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება
შემდეგი სტატიასაგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო