აკაკი კობალაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტპატიმარია

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, გარდაცვალების საქმეზე სასამართლო, სავარდოდოდ, დღეს იმსჯელებს. აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან “მთავარ არხს” აკაკი კობალაძემ წერილი გაუგზავნა.

ის ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და მმართველმა გუნდმა არ აპატია ღია ეთერში საუბარი “ოცნების” საარჩევნო სისტემასა და გაყალბებაზე.

წერილში ბოლქვაძე საუბრობს გიორგი რურუას სასამართლო პროცესებზეც და ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როცა უწყება ეკუთვნის მურუსიძეს, არ აქვს იმედი, რომ საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ.

დაკავებულებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ.

“საქმეში არის 3 ფალსიფიცირებული ჩვენება, რომელზეც დგას ეს უბინძურესი, შეთითხნილი საქმე”, – ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

უფლებადამცველებისგან ვიგებთ, რომ აკაკი კობალაძეს ბრალი კიდევ ერთი მუხლით დაუმძიმდა.

“კობალაძეს მე-4 მუხლიც დაემატა საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა-შეძენაზე. დოკუმენტაცია ფალსიფიცირებულია. სახლის ჩხრეკას არ დაასწრეს მისი არც ერთი ოჯახის წევრი”, – თქვა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვაქვს ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული გაურკვეველი წარმონაქმნი”-გია ბუღაძე
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა