აკაკი ბობოხიძე: უმრავლესობაში ჩვენი ხელისუფლების გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, უშიშროების თანამშრომელი გყავთ

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას მიმართავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის რიგებში ყოფილი ხელისუფლების გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, უშიშროების თანამშრომელი არიან.

“როდესაც თქვენ 9 წლიან მმართველობაზე საუბრობთ და პასუხისმგებლობაზე მიგვითითებთ, თქვენ უმრავლესობაში ჩვენი ხელისუფლების გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, უშიშროების თანამშრომელი გყავთ. მე მათი ცხოვრების ეს ეტაპი სამარცხვინოდ არ მიმაჩნია და მათ არ სთხოვოთ პასუხი, პასუხი სთხოვეთ პარლამენტში 2012 წელს შემოსულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.

ჩვენ იმას კი არ გთხოვთ ამ ბიჭების მიმართ საბოლოო განაჩენი მიიღოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მხოლოდ იმას, რომ ამ განაჩენს თავისუფლები დაელოდნონ და არა ციხეში.

საინტერესოა რა მასალები დევს ასეთი მოსამართლე ბარბაქაძეზე, რომ ის იზულებულია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. თვალნათელია თქვენი დამოკიდებულება -შერჩევითი სამართალი.

რას ითხოვთ ამ ბიჭებისგან, რა აღიარონ? არავის დაუდგენია, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ პიჯაკი შემოახიეს. არავინ მას ფიზიკურად არ შეხებია. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა აქვს წაყენებული ბრალად, რაც პირდაპირ მიუთითებს ამაზე. იქნებ დავით ლორთქიფანიძე იყო დამნაშავე, პრობლემის გამომწვევი, დაკითხეს? მიიღეს ჩვენებები?”,- აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

banner
წინა სტატიაში“ის რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, პოლიტიკური დევნა ხდება და ამის იარაღად პროკურატურაა გამოყენებული, ამაში ეჭვი არავის ეპარება”
შემდეგი სტატიაპაციენტების დაღუპვის საგანგაშო ფაქტები და დაუსჯელი ექიმები – რატომ არ რეაგირებს პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი