აკაკი ბობოხიძე : “თუ ქუთაისი მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”, ქალაქი დაკარგავს საპარლამენტო სტატუსს”

“თუ ქუთაისი მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას ქალაქი დაკარგავს საპარლამენტო სტატუსს,”- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და მოქმედმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ბობოხიძე ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ბოლომდე იბრძოლებენ და დაიცავენ მიღებულ ხმებს.

აქვე ბობოხიძე მიმართავს, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს, დაუჭირონ მხარი კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეორე ტურში არიან წარმოდგენილები.

“მეორე ტურში არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების ბედი არ წყდება, მაგრამ ნამდვილად წყდება ქუთაისის ბედი. 113 ხმა სჭირდება ოცნებას, რომ ქუთაისს დააკარგინოს საპარლამენტო სტატუსი. თუ ქუთაისი მხარს დაუჭერს ოცნებას, ის ამას დაკარგავს თუ ნაციონალურ მოძრაობას ამას არ დაკარგავს. ჩვენ, ნაციონალები არ ვართ ადამიანები, რომლებიც წარუმატებლობის დროს ნებდებიან. ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე,”- განაცხადა ბობოხიძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტურში ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქში ერთმანეთს ქართული ოცნებიდან დიმიტრი მხეიძე, ნაციონალური მოძრაობიდან კი აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიკოკა კაციტაძე : რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით
შემდეგი სტატიაენმ: “ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება