აკაკი ბობოხიძე: სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როცა ხალხის საჭირო მხარდაჭერა ექნება

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მაშინ ჩამოვა, როცა საჭირო მხარდაჭერა ექნება.

ამის შესახებ ბობოხიძემ სააკაშვილის მიერ საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება პირველ რიგში მასზე, მეორე რიგში კი, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. როცა იქნება შესაბამისი გარემოება, დრო და მხარდაჭერა, ეს ფაქტი შედგება, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს. სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როდესაც ხალხის საჭირო მხარდაჭერა ექნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილი, პლუს ის თანამებრძოლები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მთლიანობა დაურღვეველი იქნება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების პირველი ტურის დასრულებმადე არ აპირებდა. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პირველ ტურამდე ჩამოსვლის შესახებ, წინასაარჩევნო გამოსვლებში არასდროს უთქვამს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა 200 ქურთი ბოევიკის განადგურებაზე გაავრცელა
შემდეგი სტატიამერკელი: ის, რაც ალეპოში ხდება, სრული არაადამიანობაა