აკაკი ბობოხიძე – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპული მომავალი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან შეუთავსებელია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპული მომავალი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან შეუთავსებელია და ყველას ვინც უპირატესობას საქართველოს ევროპულ მომავალს ანიჭებს, მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას.

„ჩვენი გეგმები არ იცვლება, ჩვენი პოზიცია არ იცვლება, პირიქით სხვების პოზიციები იცვლება და ეს კარგია, რომ ხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეუძლებელია რაიმე რეალური შედეგის მიღწევა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და რაც უფრო მალე მიხვდება პოლიტიკური ძალები და მათ შორის, არასამთავრობო ძალები, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით რაიმე რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელია, მით უფრო მალე დავადგებით სწორ გზას და ეს არის დეოლიგარქიზაციის გზა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების გზა. სხვა შანსი ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არ აქვს. ჩვენი გეგმაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ევროპული მომავალი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან არის შეუთავსებელი და ყველამ, ვინც უპირატესობას ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას. გზა ევროპისკენ გადის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოშორებაზე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ რუსთაველის გამზირზე.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური – ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება