აკაკი ბობოხიძე : მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები, საქართველოს მოსახლეობაზე ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენით არის განპირობებული.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ ყველაზე პრიორიტეტულ დარგში უბრუნდება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სუსტ მინისტრს. რატომ აკეთებენ იმ სისულელეეებს, რასაც აკეთებენ? იმიტომ რომ სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენად სწორად, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ჭაობის მოსახლეობა, რომელსაც წინსვლის ეშინია და მზად არის უძრაობას და ჭაობში ყოფნას უფრო შეეგუოს, ვიდრე წინსვლას და მუდმივ ბრძოლას. არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი არ არის ეგეთი,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში„ლელო“ მოუწოდებს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს