აკაკი ბობოხიძე : ხელისუფლებას ვურჩევ, ქუთაისში აქციის მშვიდობიანად ჩატარება გვაცადოს, ორ საათში დავასრულებთ

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

ქუთაისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 14:00 საათზე ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაიწყება.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და დაახლოებით, ოთხ კილომეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბებიან.

იპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ მმართველ პარტიას, არ დაუშვას პროვოკაცია და კონტრაქცია, რადგან მათი თქმით, დღეს ოპოზიციას აქვს მშვიდობიანი აქცია ერთადერთი მოთხოვნით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„ვურჩევ ხელისუფლებას, გვაცადოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება. ამ აქციას დავასრულებთ ორ საათში. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაგვიპირისპირებს საკუთარ ტიტუშკებს, მოგვიწევს აქცია დროში გავახანგრძლივოთ“ , – განუცხადა პირველ არხს აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და მათი ინტერესებისთვის გამოყენებას
შემდეგი სტატია“არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს” – ნოზაძე