აკაკი ბობოხიძე : ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, „ჭორვილელ ხიხოს“ მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან. სხდომა 19:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში.

პარტიაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ენმ-ის ერთ-ერთი სახე კაკო ბობოხიძე, აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, „ჭორვილელ ხიხოს“ მისცემს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას.

“მეორე ტურში გადაწყვიტონ ქართველებმა, მისცემენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობას, გადაწყვიტონ ტურაშვილებმა, ელისაშვილებმა და ასე შემდეგ. მე ივანიშვილს ჩემის ნებით არ დავუთმობ არაფერს”- თქვა ენმ-ს წევრმა.

აკაკი მინაშვილი კი მხარს უჭერს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას.

„ჩემი პერსონალური აზრია, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ივანიშვილი გამოიყენებს იგივე მეთოდებს, თაღლითობის იმ სქემებს, რომელიც გამოიყენა 8 ოქტომბერს, როდესაც წაართვა არჩევანი ქართველ ხალხს და ასევე არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში და ამით უფრო მეტი ფოკუსირება და აქტუალიზაცია უნდა გავაკეთოთ ამ გაყალბების. თუმცა, ეს არის ჩემი პირადი აზრი. ნაციონალურ მოძრაობაში არის დემოკრატიული წესი გადაწყვეტილებების მიღების და რასაც მიიღებს უმრავლესობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არავითარი დაშლა ნაციონალური მოძრაობისარ მოხდება – ეს არის ჭორი და ამ ჭორებს ნუ აჰყვებით,“ – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება
შემდეგი სტატიაცესკო წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს