18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

აკაკი ბობოხიძე: ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან საერთოდ ნუ იტყვიან, ან ბოლომდე თქვან!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნიკა მელიას სკანდალურ წერილს გამოეხმაურა. ბობოხიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლებასთან გარიგების მცდელობაზე პოლიტიკოსების შუამავლობაზე მეტად, მისივე ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ფაქტორი მიანიშნებდა.

„ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან არ უნდა თქვან ასეთი რამ, ან ბოლომდე თქვან. არ მჭირდება არც ნიკა მელიას დადასტურება და არც არავის დადასტურება — როდესაც ბატონი ხაჭაპურიძე გყავს ადვოკატად, ფაქტია, რომ მაშინ აპირებ და ცდილობ ხელისუფლებასთან დალაგდე. სააკაშვილის პოზიციონირებაც — `გამიშვით და ნაციონალურ მოძრაობასთანაც შევწყვეტ ურთიერთობას, ამას თავად სააკაშვილი ამბობდა“, — აცხადებს ბობოხიძე.

ბობოხიძე მიესალმება ექსპრეზიდენტის ბოლო პოზიციას, სადაც ის აღიარებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეუძლებელია: „კარგია, ეს დასკვნა რომ გააკეთა. `გადააგდეს და მომავალშიც გადააგდებენ“.

banner
წინა სტატიაშიიშვიათი დაავადებების მართვისთვის ახალი რეგისტრი იქმნება — რა იცვლება პაციენტებისთვის
შემდეგი სტატიარუსეთის მასირებული იერიში ხერსონის ოლქზე: დაშავებულია 21 ადამიანი