აკაკი ბობოხიძე – კარგია, რომ ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება

იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი – ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სხვა დანარჩენი პუნქტი „ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის საშუალება“.

„კარგია, რომ ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება. იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი – ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ყველა სხვა დანარჩენი პუნქტი ემსახურება ამ ორი ამოცანის და მომავალში ყველა სხვა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარების შესაძლებლობას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის საშუალება ცალკე აღებული“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე
შემდეგი სტატიალაშა დამენია – მიშელის დოკუმენტში ასახული პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის