აკაკი ბობოხიძე : იმედი მაქვს, კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

„ქართული ოცნება“ მომხრეებს აფრთხილებენ, იყვნენ უფრო აქტიურები, მაგრამ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ირაკლი კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს.

„იმედი მაქვს, რომ კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს. ის, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, არ ნიშნავს, რომ სხვები ვერ გააკეთებენ. პირიქით, იმედი მაქვს, პროევროპული, დასავლური პარტიები მოვახერხებთ და კოალიციურ მთავრობას შევქმნით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებს. კობახიძის განცხადებაში ის შიშები გამუქდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მათი შიდა კვლევებით, 32-33 პროცენტზე მეტი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის სატელიტებთან, „პატრიოტებთან“ თუ სხვა პრორუსულ პარტიებთან ერთად 50 პროცენტს ვერ მიიღებს. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ კობახიძე კარგად ხედავს, რომ პრორუსული პარტიების რეიტინგი იმაზე მეტი ვერ იქნება, ვიდრე არის, ეს არის 5-დან 10 პროცენტამდე. სწორად თვლის, რადგან არც ერთი პროდასავლური პარტია მათთან კოალიციის გაკეთებას არ აპირებს. იმისთვის, რომ კოალიცია შედგეს, „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტამდე უნდა აიღოს. მომხრეებს აფრთხილებენ, უფრო აქტიურები იყვნენ, მაგრამ მათი მხარდამჭერების რაოდენობა კლებულობს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა
შემდეგი სტატიაყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება – ბაქრაძე