აკაკი ბობოხიძე: ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტების პროცესი, უნდა შევქმნათ აუცილებლად პოლიტიკური კრიზისი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 5, 2020 23:23

აკაკი ბობოხიძე:  ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტების პროცესი, უნდა შევქმნათ აუცილებლად პოლიტიკური კრიზისი

მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს ერთი რამ, ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტების პროცესი, უნდა შევქმნათ აუცილებლად პოლიტიკური კრიზისი, უნდა დავიწყოთ მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს საბოლოოდ მოიტანს რიგგარეშე არჩევნებს.

„ეს არ არის მარტივი და იოლი პროცესი. მე ანალოგიას გავავლებდი – 14 ნოემბერს ხელისუფლებამ ჩააგდო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონი, ამის შემდეგ წავიდა საპროტესტო გამოსვლები. მარტო საპროტესტო გამოსვლებს ხომ არ დაუდია ეს შედეგი, ყველას ეგონა, რომ საპროტესტო გამოსვლები უკვე შედეგს არ მოგვცემდა. „ქართულ ოცნებასაც“ ეგონა, რომ უკვე ფონს გავიდა, თან დაესწრო საშობაო არდადეგები ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მაგრამ თებერვალში პროცესები შემოტრიალდა. მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს ერთი რამ, ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტების პროცესი, უნდა შევქმნათ აუცილებლად პოლიტიკური კრიზისი, უნდა დავიწყოთ მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან. საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს არამარტო შევქმნით, უბრალოდ არის უკვე უჩვენოდაც. ყველას ვარწმუნებ, რომ ამას უკვე დაემატება არა ჩვენგან, არამედ ამ ხელისუფლების უკვე ნამოქმედარისგან ეკონომიკური კრიზისი. ვისაც უნდა დავენიძლავები, რომ გაზაფხულზე ამ ხელისუფლებას ექნება კრიზისი, რომელიც აუცილებლად მოიყრის თავს. ის რა მოყვება, გამოჩნდება ნაბიჯ-ნაბიჯ. ყოველთვის უნდა იცოდეთ ერთ რამ, ასე ორჯერ ორი არის ოთხი არითმეტიკული ფორმულით, პოლიტიკური პროცესი არ იანგარიშება. ორჯერ ორი ოთხის დონეზე თუ არის პოლიტიკური პროცესი დაგეგმე, უკვე გარანტირებულად შედეგი წინასწარ გათვლილი იქნა, მაშინ არც ხელისუფლება გაგიწევს წინააღმდეგობას. პროცესი პოლიტიკური არის ცოცხალი პროცესი და დიახ, ველოდებით, მთავარია, ქართველი ხალხის პროტესტი ჩანდეს, იქნება ეს შედეგი ან ადრე, ან შედარებით გვიან“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 5, 2020 23:23