აკაკი ბობოხიძე – ჩვენ არ ვიქნებით იმ გაერთიანებაში, სადაც იქნება „გირჩი“

მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს „გირჩი“ რაღაცის გამო ეფერება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის გამო რბილად ექცევა „გირჩს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, „გირჩი“ პარლამენტში შესვლის გამართლებას აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ მიიღებენ.

„მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს „გირჩი“ რაღაცის გამო ეფერება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის გამო რბილად ექცევა „გირჩს“. „გირჩი“ ამბობს, პარლამენტში არ შევალ, თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ მე ცუდ საქციელს არ ჩავიდენ, ამას ჩავიდენ მაშინ, თუ ჩემთან ერთად ჩაიდენს „ნაციონალური მოძრაობაც“, მე შევხვდები „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ცუდი საქციელის ჩადენაზე დავითანხმოო. ანუ, „გირჩი“ ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ შესაძლებლად მიაჩნია, ის ხედავს პოტენციალს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მან შეიძლება, ცუდი საქციელი ჩაიდინოს. „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ცუდ საქციელს არ ჩაიდენს. რატომ არ იშვერს ამ შემთხვევაში თითს ჩვენკენ, იმიტომ, რომ ჩვენ რომც შევიდეთ პარლამენტში, რითაც აპირებენ პარლამენტში შესვლის გამართლებას, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებათ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

არის კიდევ ერთი მურტალი რამ – შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, რომ „გირჩი“ არის პრინციპული, თავისი სიტყვა შეასრულა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაითანხმა და ვერ დაითანხმებს, ის არ შევიდა პარლამენტში. ოღონდ თუ დარჩა ოპოზიციურ გაერთიანებში და ითამაშა ის დამანგრეველი როლი…“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

კითხვაზე, არ არის „გირჩის“ ადგილი ოპოზიციურ გაერთიანებაში? ბობოხიძე პასუხობს, რომ „ევროპული საქართველო“ არ იქნება იმ გაერთიანებაში, სადაც იქნება „გირჩი“.

„ყველაფერს ვეცდები, ეს გავიტანო პარტიაში, რადგან ჩვენ იქ შევდივართ საქმისთვის და არა იმისთვის, რომ იქ გაგზავნილმა ადამიანებმა გარკვეული დისონანსი შემოიტანონ, არიოს გეგმები, გაიტანოს ყველა ამბავი, ტყუილი, თუ მართალი, დაგაბრალოს რაც უნდა, რევოლუციების მოწყობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო
შემდეგი სტატიაპოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. „გირჩის“ პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა