აკაკი ბობოხიძე-არჩევნები უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა კონსტიტუციით არის განსაზღვრული

region
ავტ.: region ივნისი 16, 2020 15:21

აკაკი ბობოხიძე-არჩევნები უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა კონსტიტუციით არის განსაზღვრული

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მისი თქმით, თარიღის არც გადმოწევას ეთანხმებიან და არც გადაწევას.

„არჩევნების თარიღი არ უნდა იყოს დამოკიდებული „ქართული ოცნების“ გემოვნებაზე და მით უმეტეს, საჭიროებაზე. ამიტომ, არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბრის იმ რიცხვში, რაც კანონით არის განსაზღვრული.

ხოლო, როგორი იქნება კოვიდ სიტუაცია, ამას წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავთ, ვერც გადმოწევის და ვერც გადაწევის შემთხვევაში. ამას ვნახავთ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა. საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნების ჩატარებას არ სჭირდება, არჩევნები არის კონსტიტუციით განსაზღვრული, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ კონსტიტუცია აქაც თავის თარგზე მოჭრას, ეს სხვა თემაა. მაშინ მე იმედი მაქვს, რომ მას ამის საშუალებას დანარჩენი ოპოზიციური პარტიები არ მისცემენ.

უფრო სწორად, დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ ცვლილებას 120/30-თან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველანაირ ცვლილებაზე არ წავლენ და „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ საშუალებას, რომ თავიანთ გემოვნებაზე და ინტერესებზე მოარგონ კონსტიტუციური ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით. არც გადმოწევას ვეთანხმებით, არც გადაწევას, კონსტიტუციაში არის გაწერილი, ხოლო რა იქნება, გინდ სექტემბრისთვის და გინდ ოქტომბრისთვის, ამას ვნახავთ სექტემბერში და ოქტომბერში და იმისდა მიხედვით, რა სიტუაცია იქნება, კონსტიტუციის გარეშეც შეიძლება მოქმედება, შესაბამისად მდგომარეობისა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

region
ავტ.: region ივნისი 16, 2020 15:21