„ამ „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ. რეალურად, მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც“,- ასე უპასუხა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის შეკითხვას თუ როგორ შეაფასებს უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს და როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.
უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა – პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა.
ოპოზიციურმა პარტიამ პიტერ მადიარის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
უნგრეთში არჩევნებს „ქართული ოცნების“ წევრები აკვირდებოდნენ – საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ჭყონია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით კი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე დააკვირდნენ.

















