აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

მიმდინარე წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.

„გასულ წელს შესაბამის პერიოდში 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7 332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4468 პაციენტი, მათ შორის 48 – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

40.2% (2950) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2% (3388) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % (804) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 % (104) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში -2676 შემთხვევა (მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში – 929 (აქედან ზუგდიდი – 625); იმერეთში- 911 (ქუთაისი 447); აჭარაში -824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში – 464; კახეთში – 353, ქვემო ქართლში – 381; შიდა ქართლში – 275; გურიაში – 156; ფოთში – 110; სამცხე-ჯავახეთში – 105 და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს – 351; 2009 წელს – 385; 2010 წელს – 455, 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127 ადამიანი.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია, 24 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 – ვაჟია და 40 – გოგონა, 27 გარდაიცვალა.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა“, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 11 ნოემბრიდან აქციებს რეგიონებში გამართავს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა