“აირზენას” დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა

ავიაკომპანია “აირზენას” გენეალური დირექტორის პოსტი, ვაკანტურია. იასე ზაუტაშვილი დიდი ავიაციიდან მიდის. მან თანამდებობა დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ზაუტაშვილი ამბობს, საქმიანობას, სავარაუდოდ, ავიაციაში აღარ გააგრძელებს, რადგან შესაძლებლობები ამ სფეროში მან უკვე ამოწურა და კარიერის გაგრძელებას, კერძო ბიზნესში გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ზაუტაშვილს კომპანიაში. “აირზენაში” კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ. თავად უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ამ თანამდებობას 2012 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

მთავარ მიღწევად ზაუტაშვილი კომპანიის მიერ კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი, ლიდერის პოზიციის დაკავებას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ჩვენ გვინდა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენ ვინ დაგვიცავს ძალადობისგან მოძალადეთა ხელში?!