აირჩიეთ: აცრა თუ ციხე – ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას

მას შემდეგ, რაც ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს აცნობეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველები დიდი ენთუზიამით არ გამოირჩევიან, მან სპეციალური ტელემიმართვა ჩაწერა და მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, ციხით დაემუქრა. ასევე, მან თქვა, რომ ციხის გარდა მოქალაქეებს, ღორის აცრას ძალით გაუკეთებენ.

“მე გეუბნებით, რომ ციხის კამერებში ცივა და საშინელი სუნია, პოლიციელებს კი ეზარებათ დალაგება. აი, სად მოხვდებით თქვენ… აიცერით, თორემ სოფლის ხელმძღვანელებს ვუბრძანებ, რომ დაითვალონ ისინი, ვინც უარს იტყვის და მათ ივერმეკტინი (აცრა,რომელიც ღორებისთვის არის განკუთვნილი) გაუკეთონ” – ვიდეომიმართვაში ამბობს დუტერტე.
ფილიპინებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა. 110 მილიონიან ქვეყანაში სულ 2,1 მილიონი მოქალაქეა აცრილი.

ფილიპინების პრეზიდენტი ცნობილია თავისი უხეში გამოსვლებით. მაგალითად, გასულ წლებში მან ბარაკ ობამნას “ბოზის შვილი” უწოდა.

banner
წინა სტატიაში1941 წლის 22 ივნისი – გერმანიის პრეზიდენტმა “დედა-სამშობლოს” თაიგულით შეამკო
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 78 ხმით მიიღო