Air France 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

Air France-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გამოაცხადა. ავიაკომპანია 7 500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რადგან კოროვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავიაინდუსტრია დაზარალდა.
კომპანიის განმარტებით, 6500 სამუშაო ადგილი გაუქმდება თავად Air France-ში, 2022 წლისთვის კი შვილობილ კომპანიაში – 1000.
გადაწყვეტილების მიზეზად კომპანია პანდემიის გამო ტრაფიკის შემცირებას ასახელებს, რის შედეგადაც Air France-მა დღეში €15 მილოიონი დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: გალის რაიონში საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ კატასტროფასთან
შემდეგი სტატიათურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული