Air Berlin-ი რუსეთში ფრენებს წყვეტს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2015 20:14

Air Berlin-ი რუსეთში ფრენებს წყვეტს

Air Berlin-ი რუსეთში ფრენებს წყვეტსგერმანული ავია კომპანია Air Berlin-ი 18 იანვრიდან მოსკოვის რეისებს წყვეტს, სამომავლოდ კი ეტაპობრივად შეაჩერებს სხვა რეისებს რუსეთის მიმართულებით.

კომპანიამ გადაწყვეტილება რუსეთის შესაბამის უწყებებს უკვე შეატყობინა.
კომპანია რუსული ბაზრიდან გასვლას მგზავრების რაოდენობას უკავშირებს, რომელიც მისთის არარენტაბელურია.

რამდენიმე ხნის წინ Air Berlin-მა მოსკოვი-ვენის რეისები მოხსნა, შემდეგ კი ბერლინი-სანქტ-პეტერბურგი.

სექტემბერში იმავე მიზეზებით კომპანია EasyJe-ი გავიდა რუსული ბაზრიდან. გერმანულმა ლუფთანზამ კი რეისები შეამცირა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2015 20:14