ხაინდრავა: საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი

საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სააკაშვილი ასი წელი არ მაინტერესებს. ჩემი ყურადღების 1 წამს არ ვუთმობ. ეს აბსოლუტურად დეგრადირებული ადამიანია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ეს არარაობა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად იყო არჩეული.

არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანებს სააკაშვილი აინტერესებდეთ. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას იზამს სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა, ეგაა მაგის სამშობლო, ამბობს, რომ უკრაინელია და საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რატომ ვწუხვართ მაგაზე. ყველასთვის ნათელია, რომ ეს პოლიტიკური წუმპე აპირებს იმის გამეორებას, რისი მოწმენიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიყავით. მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, დღემდე ძველი სიმღერა ანონსდება. კრეატივი და ნიჭიც არ აქვთ ამ ოროსნებს, რომ ახალი რამე მოიგონონ. ამბობენ: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა… იპოვიან ზონდერჯგუფებს, წავლენ, ქვებს ისვრიან, დროშებს დახევენ, იფურთხებიან, ილანძღებიან და წავლენ სახლში. გააბინძურებენ რუსთაველის გამზირს, რომელიც წმინდა ადგილია”, – განაცხადა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაშიშანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა