15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

 აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საკრედიტო Amex ბარათის კიდევ უფრო მარტივად მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

 

ის მომხმარებლები, რომლებიც საქართველოს ბანკის მობილბანკიდან ციფრული Amex ბარათს აიღებენ, ბარათის პირველი წლის მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან.

 

აღნიშნული შეთავაზება 30 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

 

ინფორმაციისთვის, ციფრული Amex-ის აღება მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ბარათის მიღების შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი და ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით. თანხის დარიცხვის თარიღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დაფარვის შემთხვევაში, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაერიცხება. პირველ წელს, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, თანხის დაბრუნება კი ეფექტური 0%-იდან არის შესაძლებელი.

 

მობილბანკის Amex-ის სივრცეში მომხმარებელს ასევე შეუძლია აკონტროლოს საკრედიტო ლიმიტი, გამოყენებული და დასაფარი თანხა, ასევე გადახდის ვადები.

 

Amex-ის მფლობელებს MR ქულების დაგროვებისა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. Amex Green და Gold ბარათებს დამატებით სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა და ფრენის გადადება.

 

Amex ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ კორუფცია ერთადერთ შემკვრელ ენერგიად დარჩა, რომ ეს „მონათა პრივილეგიის სისტემა უზრუნველყოფილი იქნას და საწვავი მიეწოდოს“
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია