აიღებენ თუ არა ატესტატს მოსწავლეები, რომლებიც ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ – განათლების უწყების განმარტება

განათლების სამინისტრო გამოსაშვები გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით ის ატესტატის აღებას ის მოსწავლეებიც შეძლებენ, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ამისთვის მათ ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა უნდა ქონდეთ:

„• 2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

• იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.

• მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

• კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

• ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

• სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი თბილისში გადმოდის – საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება
შემდეგი სტატიათავმოკვეთილი თემიდა და ლევან მურუსიძე – საპროტესტო კარიკატურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან