აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი – ნიკა მელია

ნიკა მელია

მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკს ტოვებს და სკანდალურ წერილს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტში ამხელს.

ხაზარაძემ წერილით პირდაპირ დაადასტურა ის, რაზეც ბოლო ერთი წელია, ყველა ბიზნესმენი პირად საუბრებში ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს ივანიშვილის არაფორმალური ბრძანება.

ამ ბრძანებით ბიზნესმენებს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის ზევითაც, მეტი ფული აღარ უნდა ჰქონდეთ. ვისაც აქვს, უნდა დათმოს. ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ის არც ბრალის წარდგენასა და დაპატიმრებას არ უნდა გამორიცხავდეს.

„ბიოლოგიურად ვერ იტანს ბიძინა ივანიშვილი ყველა წარმატებულ ან პოტენციურად წარმატებულ ადამიანებს. გამომდინარე იქიდან რომ მას უბრალოდ ეშინია, აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი, რომელსაც შეალია ცხოვრება. ნოემბრის თვეში გაავრცელებინა განცხადება, სადაც მოუწოდა 7000 თანამშრომელს, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილსო და სამ თვეში გააგდო საკუთარი სახლიდან. დაპატიმრებასა და ბრალის წარდგენას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მამუკა ხაზარაძე არ უნდა გამორიცხავდეს. მთავარი ფილოსოფია ბიძინა ივანიშვილის ახლა რა არის?-ივანიშვილი ცდილობს ახლა ხაზარაძეს ჩაარტყას თავში რომ ხვალ და ზეგ ყველა იყოს დაშინებული“-ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვიღებთ ქვეყანა ორღობეს, “ -ჭიაბერაშვილი TBC ბანკიდან ხაზარაძის წასვლას აფასებს
შემდეგი სტატიასასამართლოს პრობლემა Freedom House-მა, რომ არ მითხრას, ამას ისედაც ვგრძნობ – ლევან გოგიჩაიშვილი