აიბღას რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება-საგარეო უწყება “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათვქამია,რომ რუსეთის ფედერაციამ გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილი თავის ტერიტორიად გააფორმა. “თაიმერი” საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002, შემდგომ კი 2009 წელს. სამწუხაროდ მაშინდელი ხელსიუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება.

სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.

არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს” -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშითელავში შვიდი წლის გოგონას შხამიანმა გველმა უკბინა
შემდეგი სტატიასოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია