ძლიერი ქარისა და ქარბუქის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის კოდა-აიაზმას მონაკვეთზე კი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.















