აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე, ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია – 28 თებერვალს, დილით თავდასხმისას, ირანის დედაქალაქ თეირანში, მისივე რეზიდენციაში განხორციელდა.















