“აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე”- თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 24 წლის გახდებოდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი Facebook პოსტს აქვეყნებსა და შვილს დაბადების დღეს ულოცავს. თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 24 წლის გახდებოდა.

თეონა თამაზაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის,რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მარა ეს იცოდე ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა საუფეველში უფლის კალთის ქვეშ ამ ბოროტი დედამიწისგან შორს სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ”, – წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – აპირებენ მესამე მოსმენით მიიღონ კანონპროექტი, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ბოიკოტის უფლება ერთმევა
შემდეგი სტატიადავითაშვილი: ჩვენ გავდივართ დეპუტატებთან ათწლიან გეგმებს