“აი, ფაქტი”: “ქართულ ოცნებას” აგიტაციაში მერიის თანამშრომლები ეხმარებიან

წელს “ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ რესურსს, კერძოდ, მერიის თანამშრომლებს კარდაკარის პრინციპით წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს – ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” ავრცელებს.

“აი, ფაქტის” მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დგინდება, რომ ე.წ. გამგებლები, ანუ, მერის წარნინადგენლები თავადვე ადასტურებენ, რომ პარტიული პროპაგანდა-აგიტაციისთვის ძალისხმევას არ იშურებენ და ეს ეამაყებათ კიდეც.

ამასთან, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება წერს, რომ არაერთ რეფორმაგავლილი საარჩევნო კოდექსი პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მერიაში დასაქმებულები საღამოს 6 საათიდან “მეორე სმენაში” “ქართული ოცნებისთვის” ხმების მოსაზიდად მუშაობენ, ან შვებულებას იღებენ მერიაში და ამ დროს პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან.

ექსპერიმენტის შედეგად გამოვლენილი ფაქტები ნათელს ხდის, რომ კანონის ეს ჩანაწერი ყველა მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას აძლევს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე – “კარდაკარ” ადმინისტრაციული რესურსით – “ქართულ ოცნებას” აგიტაციაში მერიის თანამშრომლები ეხმარებიან 

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: სავაჯაროებთ სამეგრელოში მოსყიდვა-დაშინებაში მონაწილე პირების ვინაობას
შემდეგი სტატიაივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს