,,აი ეს არსება გუშინ გაათავისუფლეს. ზედ რვა ქურდული ვარსკვლავი ახატია… მისი ბანდა მზადაა თურქეთიდან დავალებების მისაღებად“

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე ლავას ოღლის საპატიმროდან გათავისუფლებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე.
,,ყველა ომში ნაომარი სპეცრაზმის ხელმძღვანელი კახა ნაკანი ციხეში ზის, აი ეს არსება კი გუშინ გაათავისუფლეს. ზედ რვა ქურდული ვარსკვლავი ახატია, ათ ინტერვიუში იძახის, ქურდი ვარო, ყველა აღძრული საქმის დეტალები ზეპირად იცის მთელმა აჭარამ და მოსამართლის შეურაცხყოფის გარდა ვერაფერი დაუმტკიცეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ “ბატონის” თანხმობის გარეშე გათავისუფლების დეტალებს “ვერ” ასაჯაროებს, ადვოკატს გათავისუფლების თარიღები “ერევა”, თურქეთში გადასაბრძანებლად საკუთარი პასპორტი მიართვეს, თუ ისევ სხვის გვარზე გამოუწერეს, არავინ ამბობს, თურქეთში “გადაბრძანებას” კი ყველა ადასტურებს. ხელისუფლებაში კრიმინალურ სამყაროსთან ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე მოსული ადამიანები ყველა ახალი არჩევნების წინ კონტრაქტს აახლებენ, სახელმწიფოს კატასტროფასთან აახლოებენ, კონტრაქტის შედეგებს კი ისევ კანონმორჩილი მოქალაქეები იწვნევენ. მისი ბანდა მზადაა თურქეთიდან დავალებების მისაღებად. წინა ჯერზე იყო ციხის უფროსის მოადგილის ოჯახის წევრების თვალწინ უმოწყალოდ ცემა, პროკურორის დამწვარი მანქანა, ბიზნესმენთა დასამორჩილებლად გადამწვარი კერძო ქონება, დაშინებული ადამიანები, სრული სიჩუმე და ბოლოს 20 წლის პოლიციის ოფიცრის მკვლელობა. რა იქნება არჩევნებზე და მის მერე?…“

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ვინ მისცათ უფლება გაფიცვები აცხადონ?
შემდეგი სტატიაგადადგომის თაობაზე პოროშენკოსადმი სააკაშვილის მოწოდება არის ვაშინგტონის და ბრიუსელის მესიჯი