აჰმედ იმამყულიევი : ხელისუფლებამ მარნეულში “ენმ”-ს მომხრეების დაკავებები დაიწყო

“ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების დაკავებები დაიწყო.იმამყულიევის ინფორმაციით, სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ 7 ადგილობრივი მოსახლის ოჯახში შევიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს.პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაკავებებს არჩევნების დღეს სოფელ ყიზილ-აჯლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ და მეორე ტურის წინ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობენ.

კონკრეტული მუხლი რის საფუძველზე აიყვანეს ახალგაზრდები უცნობია.ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათთვის გაურკვეველია ისიც, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები ამჟამად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა ლოგოსა და სამკერდე ნიშანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს