ტელეკომპანია „Iran International“-ის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა ქვეყნის ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს ფაქტი ვერ შეასუსტებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თეირანი „წინააღმდეგობის ფრონტს“ უწოდებს.
ყოფილი მინისტრის განმარტებით, ლიდერის მკვლელობა ვერ ჩააქრობს „ღვთიურ სინათლეს“, ვერ შეარყევს მორწმუნე ერების ნებას და პირიქით, ისლამურ სამყაროს გააერთიანებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალმა ლიდერებმა, ისლამური რევოლუციისა და „წინააღმდეგობის ფრონტის“ ყველა მტერმა უნდა გაიგოს, რომ ისინი ვერასდროს დაუშვებენ წინააღმდეგობის დროშას“, — აღნიშნა მან.
ირანის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პირი, ვინც ლიდერის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, „წამებული ლიდერის სისხლი გახდა გაღვიძების, ღირსების, ძალაუფლებისა და ისლამური ერის გაერთიანების წყარო“.

















