აჰმად კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი კოლონიაში მკვდარი იპოვეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 02:32

აჰმად კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი კოლონიაში მკვდარი იპოვეს

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის აჰმად კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი აიუბა ტუნტუევი ვლადიმირსკის მე-6 კოლონიაში მკვდარი იპოვეს. მას ტერორიზმის ბრალდებით 24 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
ტუნტუევის ადვოკატის თქმით, ის მსჯავრდებულს ორი თვის წინ შეხვდა. ტუნტუევი სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარებზე საუბრობდა. გარდა ამისა, ამბობდა, რომ მას აწამებენ და ცემენ კოლონიის თანამშრომლები. ტუნტუევი აცხადებდა, რომ 2000 წელს ფსკოვის რაზმზე თავდასხმის შესახებ მისგან აღიარებას ითხოვდნენ. თუკი ის ხელს არ მოაწერდა საჭირო დოკუმენტებს, მას მოწამვლით ემუქრებოდნენ. აიუბა ტუნტუევს ბრალი არ უღიარებია – რუსული “რადიო თავისუფლება” წერს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 02:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,901
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics