აგვისტოში პოლიტიკურმა პარტიებმა 7 742 021, 54 ლარის შემოწირულობა მიიღეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მიერ შემოწირულობები გამოაქვეყნა.

მიმდინარე წლის აგვიტოში პარტიებმა 7 742 021, 54 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 5 593 420,00 ლარი მიიღო, პაატა ბურჭულაძის პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ 662 014,99 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 475 824,95 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 267 207,10 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 115 550,00 ლარი, „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 107 996,50 ლარი. „გირჩმა“ 86 366,00 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ 52 999,00 ლარი, „ჩვენმა სამშობლომ“ 50 000,00 ლარი, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 20 731,00 ლარი, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ 17 800,00 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა” 12 020,00 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ 6 370,00 ლარი, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 5 000,00 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 576,00 ლარი, „ქართულმა დასმა” 125,00 ლარი, „თავისუფალმა საქართველომ“ 15,00 ლარი, დამოუკიდებელი კანდიდატებმა 268 006,00 ლარი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ