„აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგისა და სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ერთადერთი ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ გადაწყვეტილებებს, არის ერთის მხრივ პუტინი და მისი კრემლი და მეორეს მხრივ, ქართული ოცნება. არჩევნების შემდგომ გამოძიებას და დაკავებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები, უბრალოდ წააგებენ არჩევნებს”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
,,2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგის და სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე არაერთი რეზოლუცია ეუთოს და ევროსაბჭოსი და ერთადერთი ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ გადაწყვეტილებებს, არის, ერთის მხრივ პუტინი და მისი კრემლი და მეორეს მხრივ, ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელონ, თუმცა ველოდებით თუ არა არჩევნების შემდგომ გამოძიებას და დაკავებებს – არ ველოდები, იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები, უბრალოდ წააგებენ არჩევნებს და შესაბამისად გამოძიება დაიწყება იმ კორუფციულ სქემებზე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ამქვეყანაში. განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს “წინასწარ დაგეგმილ ღალატს” უწოდებს.