აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პატივი მიაგეს

აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი დასდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა პატრიოტული ძალის კონსოლიდაციით გავათავისუფლოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანის მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატია,,თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა”