აგვისტოს ომის მონაწილე, ზაალ ბალიაშვილი: მინდა, რომ პოლიციას და ჯარს გააჩნდეს საღი აზრი და მართლა ამ მანიაკების ბრძანებებს არ ასრულებდნენ…

“მე ვარ 2008 წლის ომის მონაწილე, ძალიან გული მწყდება დღევანდელი მოვლენების გამო, რაც ხდება საქართველოში. ჩვენ გენერლებს ეს პრორუსული ხელისუფლება ასამართლებს და დაკითხვაზე დაჰყავთ.
მე მინდა მივმართო თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, რომ უბრალოდ ხმა აიმაღლონ, ნურაფრის ნუ შეეშინდებათ და ხმამაღლა თქვან, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ და ერთად შევიკრათ.
ყველა პოლიციისგან მესმის ასეთი სიტყვა და ჯარისკაცებისგანაც, რომ ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკა და ჩვენ უბრალოდ ბრძანებებს ვასრულებთ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიტიკა არ არის მარტო იმის საქმე, ვინც სათავეში ზის და მის მანიაკურ ახირებებს ავყვეთ.
მინდა, რომ პოლიციას და ჯარს გააჩნდეს საღი აზრი და მართლა ამ მანიაკების ბრძანებებს არ ასრულებდნენ…
არც სახელის დამალვის მეშინია და არც სახის. შეიძლება სხეული დამიმახინჯონ, მაგრამ სულს ვერავინ დამიმახინჯებს. მე მიყვარს ჩემი ხალხი და საქართველო”-წერს “მთავარი არხის” ციფრულ დეპარტამენტს აგვისტოს ომის მონაწილე, ზაალ ბალიაშვილი

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კიკაბიძე: იმ მაღალჩინოსნების სიჩუმის გამკვირვებია ვინც პირადად მონაწილეობას იღებდა მტერთან ბრძოლაში
შემდეგი სტატია“პოლიციის მიერ დაკავებულების იძულებით გაშიშვლება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება და მათ დამცირებას და დასჯას ისახავს მიზნად” – SJC