აგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კიკაბიძე: იმ მაღალჩინოსნების სიჩუმის გამკვირვებია ვინც პირადად მონაწილეობას იღებდა მტერთან ბრძოლაში

“პირდაპირ ეთერში ვხედავთ ქვეყნის ღალატის ქრონიკას, რუსეთი ასამართლებს საქართველოს. ვინც ამ “დაკითხვებში” მონაწილეობს, ეს თავად მათ გადაწყვიტონ, უნდა იღებდნენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღალატის ქრონიკა ვისაც სიამოვნებას გგვრით, თქვენც ჩვეულებრივ მაგ ღალატის თანამონაწილეები ხართ!
დიდება საქართველოსთვის მებრძოლ მეომრებს!

2008 წლის ომის პროვოცირებაში საქართველოს დადანაშაულება არის ღალატი, ეს ქართული ჯარის მიმართ ღიად მტრული დამოკიდებულებაა!
ჯარი არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და უსაფრთხოების გარანტი, რომელმა ჯარმაც 2008 წელს გააკეთა ის რომ რუსეთმა თავისი დროშა ვერ ააფრიალა თბილისის თავზე!
სხვათაშორის დღეს რომ უვიზო მიმოსვლით ვსარგებლობთ დიდი როლი ითამაშა ქართულმა ჯარმა მისი წარმატებული საბრძოლო მისიებით კოსოვოში, აფრიკაში, ერაყსა თუ ავღანეთში!
დიდება გმირებს!
პ.ს. იმ მაღალჩინოსნების სიჩუმის გამკვირვებია ვინც პირადად მონაწილეობას იღებდა მტერთან ბრძოლაში!
შეუძლებელია წოდებამ, თანამდებობამ ან საცხოვრებელმა ფართმა მტერი და მოყვარე ვერ გაგასხვავებიოს! ” — წერს სოციალურ ქსელში მაიორი, აგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კიკაბიძე
banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა მოიგერიეს შეტევა და გაანადგურეს ათობით ოკუპანტი პოკროვსკის მიმართულებით – დაჯგუფება „ხორტიცია
შემდეგი სტატიააგვისტოს ომის მონაწილე, ზაალ ბალიაშვილი: მინდა, რომ პოლიციას და ჯარს გააჩნდეს საღი აზრი და მართლა ამ მანიაკების ბრძანებებს არ ასრულებდნენ…