აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველო-რუსეთის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

banner
წინა სტატიაშიმავთულხლართები და დაშვებული დროშა ზუგდიდში
შემდეგი სტატიამუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ