აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი, ჯგალის მკვიდრი, კაპრალი კობა ხარჩილავა-აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა.
აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი, ჯგალის მკვიდრი, კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული.

აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიები, რომლებიც თბილისიდან წალენჯიხისკენ ბრუნდებოდნენ და გორის გზაზე დაიღუპნენ.

ჯგალის მკვიდრი,მხედრული მამაცობისთვის კაპრალის მედლით დაჯილდოებული კობა ხარჩილავა 2008 წლის ომს ემსხვერპლა.

კაპრალი კობა ხარჩილავა ყუმბარმტყორცნელი იყო. ის ცხინვლის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა.

კობა ხარჩილავა 1987 წლის 14 ივნისს დაიბადა.ის ქუთაისის 31 ბრიგადის, მე-3 ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
შემდეგი სტატიარაუფოღლუ: სახ.დეპი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი