რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი – 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერს“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2018 21:40

რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი – 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერს“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი - 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერს“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა

სხვა სტატიები

რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატის თქმით, „2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერს“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა“.

ეს განცხადება მაიკ სვენსონმა დღეს სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქარველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირი მოსმენაზე წარდგა.

„ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობამდე ვრცელდებობდა ცნობა, რომ სტან სტორიმანსი ტრაგიკულად გარდაიცვალა ნაღმტყორცნით თავდასხმისას. ამ დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკვე დატოვებული ჰქონდა გორი, ხოლო რუსები ჯერ იქ არ იყვნენ ჩასულები. ადვილი წარმოსადგენია, ვინ ისროლა ნაღმტყორცნიდან, რათა შემდეგ ყველაფერი რუსეთისთვის დაებრალებინა. „ჰიუმან რაით ვოჩის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ გორის ცენტრში კასეტური ბომბი გამოიყენეს. თუმცა, შემდეგ ყოველგვარი ახსნა განმარტების შემდეგ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ეს განცხადება უარყო. ეს მართლაც „ისკანდერი“ რომ ყოფილიყო, გორის ცენტრალური მოედანი აღარ იარსებებდა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა.

ამასთან ერთად მაიკ სვენსონმა საქართველოს მთავრობა ყალბი ვიდეოების გავრცელებასა და ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაზე მომუშავე ნიდერლანდების საგამოძიებო ჯგუფის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. სვენსონის თქმით, საქართველომ ჰოლანდიელ ექსპერტებს „ისკანდერის“ ნამსხვრევების ნიმუშები არ აჩვენა.

„ჰოლანდიელ ექსპერტებს მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოდგენილ ვიდეობეთან და სურათებთან მიუწვდებოდათ ხელი. ერთ-ერთ ფოტოზე სტალინის ძეგლი ჩანს, რომელსაც არც ერთი ნაკაწრი არ აქვს. უნდა დაგარწმუნოთ, რომ „ისკანდერი“ ნამდვილად არ არის მგრძნობიარე კულტურისადმი“,- განაცხადა სვენსონმა.

„ნათელი ფაქტია, რომ საქართველომ განახორციელა შეტევა ცხინვალზე – ქალაქზე, რომლის მოსახლეობასაც ეძინა. ის ასევე დაესხა თავს რუს მშვიდობისმყოფელებსა და რუსეთის მოქალაქეებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპასუხა ამ შეტევას, რისი უფლებაც ჰქონდა, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა უპრეცედენტო პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ყურადღება საქართველოს აგრესიიდან რუსეთზე გადაეტნა. მათ რუსეთი დაუნდობელ დამპყრობლად გამოაცხადეს. ახლა ამ სასამართლოზე საქართველო ამავე პროპაგანდის მტკიცებულებად გასაღებას ცდილობს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა.

თავის სიტყვაში რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მოყვანილი არგუმენტები ყალბია. მისივე თქმით, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო, რაც, სვენსონის მტკიცებით, ტყუილია.

„საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო. ამ შემთხვევაში, საქართველო ეყრდნობოდა როკის გვირაბთან დისლოცირებული მესაზღვრეების სატელეფონო ჩანაწერებს. თუმცა, ეს აზრს მოკლებული ტყუილია. ამის დასაბუთება იოლია, რადგან საქართველომ ინტერვენციის არგუმენტი ცხინვალზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში მოიყვანა. ჩვენ გვაქვს კითხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ წარმომადგენელთან, ბატონ უტიაშვილთან – რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ ჩანაწერების წარმოდგენას? მან ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ ჩანაწერები უბრალოდ დაიკარგა. სინამდვილეში ყველასთვის ნათელია, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი“, – განაცხადა სვენსონმა.

მისივე თქმით, 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში ოსებს სამშვიდობო გზავნილით მიმართა, რამდენიმე საათში კი ცხინვალზე თავდასხმის ბრძანება გასცა. რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატის მტკიცებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი სოფლებიც თავად დაბომბა.

„სიმართლე კი ის არის, რომ საქართველო თავად დაესხა თავს საკუთარ სოფლებს კასეტური რაკეტებით, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა. „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ მას შემდეგ აღიარა, რომ ის შეცდომაში შეიყვანა 10-მა ცრუ მოწმემ, რომლებთანაც ინტერვიუ ცალკე ჩაწერეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს კუთვნილი კასეტური ბომბების შედეგად მიყენებული ზარალი რუსულმა თვითმფრინავებმა გამოიწვია, რომლებმაც მათი სოფლები დაბომბეს. საქართველოს მოსწონს მოწმეების წარმოჩენა, თუმცა ამ მოწმეების ხარისხი აჩვენა „ჰიუმან რაითს ვოჩმა“. აშკარაა, რომ ეს ცრუ მოწმეები წარადგინა საქართველომ და ეს იყო საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი. საქართველომ დაბომბა საკუთარი სოფლები კასეტური ჭურვებით, ეს ეჭვგარეშეა. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში, ეს იყო შემთხვევითი თუ მიზანმიმართული ქმედება“, – განაცხადა მაიკ სვენსონმა​.

წყარო: პირველი არხი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2018 21:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics