აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა

დღეს, საქართველო პატივს მიაგებს 2008 წლის 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც, მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული.
აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დღევანდელ დღეს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი
შემდეგი სტატიადავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა